სხვა

20:53 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინალური ოთხეული გამოვლინდა

ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დღევანდელი მატჩების შემდეგ ოფიციალურად გაირკვა ფინალურ ოთხეულში გასული გუნდები: BSB ბათუმი, პეგასი, ქუთაისი და იმედი-სტუ თელავი. დღეს თელაველებმა 46-27 დაამარცხეს სპორტუნი, პეგასმა 46-29 მოუგო გორს.

აღმოსავლეთის მესამე წრე თბილისის სპორტის სასახლეში ხვალ დასრულდება ორი პრინციპული თამაშით: 16 საათზე მოედანზე გამოვლენ თელავი იმედი და პეგასი, ხოლო 18 საათზე - ქვედა ოთხეულის წევრები, გორი და სპორტუნი.

1-4 აპრილს საერთო ტურია, რითაც სრულდება რეგულარული სეზონი. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს - ფინალი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, აღმოსავლეთი. თბილისის სპორტის სასახლე, 15 მარტი

სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი 27-46

სპ: ხარაიშვილი - გ. იობაშვილი 7, კუპატაძე 6, ჩაკვეტაძე 5, ჭელიძე 4, ერისთავი 3, ზურაბიანი 2, ჩიკვილაძე, ცხვარაშვილი, გურასპაული , გულდედავა

თელ: ცინცაძე, ხიდეშელი - დოლმაზაშვილი 14, ყორიაული 8, მიქავა 6, გოგალაძე 5, ზ. იობაშვილი 3, ცისკარიშვილი 3, გავაშელიშვილი 3, კორსანტია 3, ბერაძე 1

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

გორი - პეგასი 29-46

გორ: ჯაფარიძე - ახალბედაშვილი 9, ზოზიაშვილი 5, ზუბიაშვილი 5, მჭედლიშვილი 5, დალაქიშვილი 3, ხუბულური 1, ბ. ნიაზაშვილი 1

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, დგებუაძე - კუხალაშვილი 11, შუბითიძე 7, ზარნაძე 7, ჟვანია 5, ბაძაღუა 5, კოხრეიძე 5, პატაშური 3, კალანდაძე 2, გვაზავა 1, გრიშიკაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---17--16---0---1---720-470--32

პეგასი----------16--13---0---3---660-481--26

ქუთაისი-------17--13---0---4---707-493--26

იმედი-სტუ----16--11---0---5---575-478--22

გორი-----------16---5---0---11--564-690--10

სპორტუნი-----16---3---1--12—511-701---7

წყალტუბო----17---2---1--14----419-653---5

სამტრედია----17---1---2--14---449-639---4

16 მარტი

16:00 იმედი-სტუ თელავი - პეგასი

18:00 გორი - სპორტუნი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129894