ფეხბურთი

23:32 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე არ არსებობს"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძლიერია, მაგრამ ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არსებობენ.

„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან ჩვენი საუკეთესო შედეგი აქამდე ნახევარფინალია. „რეალს“, „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ჩვენზე დიდი გამოცდილება გააჩნიათ.

„ტოტენჰემი“? ორი საინტერესო გუნდის გზა გადაიკვეთა. ჩვენ საოცარი ფეხბურთელები გვყავს და სტადიონი გვაქვს. ვიცით, რომ მეტოქესაც ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, როგორებიც კეინი და სონი არიან, ასევე ერიკსენი. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძლიერია“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 9 აპრილს ლონდონში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17 აპრილს მანჩესტერში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101192