ფეხბურთი

18:47 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგი: "როდესაც 10 წლის ვიყავი, რონალდუ უკვე ვარსკვლავი იყო"

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრას აფასებს. ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვენტუსი“ ფავორიტია, თუმცა „რეალიც“ ფავორიტად მიიჩნეოდა.

„იუვენტუსი“ ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, რომელიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა. ვნახე „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. „იუვე“ ფავორიტია, მაგრამ „რეალიც“ ფავორიტად ითვლებოდა. ჩვენ შანსი ნამდვილად გვაქვს.

როდესაც 10-12 წლის ვიყავი, რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე იყო. შესანიშნავი იქნება მასთან მოედანზე შეხვედრა“, - განაცხადა დე იონგმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამსტერდამში 10 აპრილს, ხოლო საპასუხო ტურინში, 16 აპრილს გაიმართება.

0.116115