ფეხბურთი

12:17 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელებს ევროთასებზე ერთი გუნდი შემორჩათ - „აინტრახტი“

“არც „ბაიერნი,“ არც „დორტმუნდი,“ ახლა ჩვენი ერთადერთი იმედი „აინტრახტია“ - წერს Bild. გერმანელებს მიმდინარე ევროთასებზე მხოლოდ ერთი გუნდი - ფრანკფურტის „აინტრახტი“ შემორჩათ, რომელმაც წუხელ, სტუმრად, ლეგენდარულ „სან-სიროზე,“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში (პირველი შეხვედრა 0:0), მილანის „ინტერი“ ლუკა იოვიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

მერე ფრაკფურტელთა მცველმა, მარტინ ჰინტერეგერმა იმავე Bild-ს უთხრა: ფანტასტიკური თამაში იყო. უბედნიერესები ვართ. ვნახოთ, რამდენად შორს წავალთო.

Kicker-მა კი გაიხსენა, რომ „აინტრახტი“ 1980 წელს უკვე ფლობდა უეფას თასს და ამ მოვლენას ფოტორეპორტაჟიც მიუძღვნა.

სადღეისოდ ევროთასებზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ინგლისს შემორჩა (6) - „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ლივერპული,“ „ტოტენჰემი,“ „ჩელსი“ და „არსენალი.“

ესპანეთს (3) - „ბარსელონა,“ „ვალენსია,“ „ვილიარეალი.“

იტალიას და პორტუგალიას (2-2) - „იუვენტუსი,“ „ნაპოლი“; „პორტუ,“ „ბენფიკა.“

თითო: გერმანიას - „აინტრახტი,“ ჰოლანდიას - „აიაქსი“ და ჩეხეთს - „სლავია.“

თეგებიაინტრახტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125709