ფეხბურთი

11:49 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზმა „ოლდჰემი“ დატოვა

„ოლდჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა პოლ სქოულზმა გუნდი დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

სქოულზი 10 თებერვალს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა. მას შემდეგ გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ორი ფრე ითამაშა და ოთხი მატჩი წააგო. სქოულზი თავის შედეგებით უმაყოფილოა და ამიტომ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

„სამწუხაროდ კლუბიდან წასვლა გადავწყვიტე. ყველამ იცოდა, რომ ამ დანიშნვით ძალიან ბედნიერი ვიყავი და ჩემი მიზნები მქონდა. მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. ჩემს და კლუბის ხემძღვანელობას შორის სხვანაირი შეთანხმება იყო და სხვა შედეგებისთვის უნდა მიმეღწია“ - განაცხადა სქოულზმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116303