ფეხბურთი

21:40 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდიე დეშამის რჩეულნი

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს. დიდიე დეშამმა „სამფეროვანთა“ შემადგენლობა დაასახელა.

დეშამის რჩეული 25 ფეხბურთელი მოახლოებული შეხვედრებისთვის ასეთია:

მეკარეები: ალფონს არეოლა (პსჟ), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (მარსელი)

მცველები: ლუკა დინიე (ევერტონი, ინგლისი), ბენჟამინ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო), კურტ ზუმა (ევერტონი, ინგლისი), პრისნელ კიმპემბე (პსჟ), ლაიუნ კურზავა (პსჟ), სამუელ უმტიტი (ბარსელონა, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ტანგი ნდომბელე (ლიონი)

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), ფლორენ ტოვინი (მარსელი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ენტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპს 22 მარტს, კიშინიოვში მოლდოვას ნაკრებთან მატჩით დაიწყებს, ხოლო სამი დღის შემდეგ „სტად დე ფრანსზე“ ისლანდიას დაუხვდება.

0.112348