ჩოგბურთი

20:30 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის საინტერესო გზა ეგვიპტეში

ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ მონაწილეობა მიიღო ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში გამართულ 15-ათასიან ტურნირში და საკმაოდ საინტერესო გზაც გაიარა.

ცივაძე შეჯიბრში კვალიფიკაციიდან ჩაერთო და იაპონელი კენ ონიში 6:3, 2:6, 10:8 დაამარცხა, გადამწყვეტი შეხვედრა კი ზიმბაბველ მეჰლული დონ აიანდა სიბანდასთან 4:6, 6:2, 12:14 წააგო.
წესით, გიორგის თამაში უნდა დაესრულებინა, თუმცა, “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით ერგო, ძირითად ბადეში იმავე სიბანდას გადაეყარა და ზიმბაბველთან რევანშის აღება მოახერხა – 6:4, 7:6 (7:5).
ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა, სადაც სლოვაკ ლუკას კლეინთან 1:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში ცივაძემა და უკრაინელმა ოლექსიი კოლისნიკმა პირველი განთესვის მქონე იტალიელებს – ალესანდრო ბეგასა და ჯაკოპო ბერეტინის 6:4, 6:0 სძლიეს, მეოთხედფინალში კი გერმანელ დანიელ ალტმაიერსა და შვეიცარიელ ადრიან ბოდმერს ვერ გაუმკლავდნენ – 6:4, 6:7 (4:7), 7:10.

Loading...
0.111117