ფეხბურთი

17:00 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" დამდეგი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი დაადასტურა

პორტუგალიური „პორტუს“ მცველი ედერ მილიტაო კარიერას მადრიდის „რეალში“ გააფორმებს. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი 1 ივლისიდან „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებს შეუერთდება.

„ედერ მილიტაო „რეალის“ ახალი ფეხბურთელია 2025 წლამდე. 21 წლის ბრაზილიელი მცველი გუნდს დამდეგი სეზონიდან შეუერთდება“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მადრიდულ გრანდს ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროვებია. თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, „ბლანკოსს“ სამხრეთ ამერიკელის შეძენა 50 მილიონი ევრო დაუჯდა. ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, ეს "რეალის" პირველი ტრანსფერია.

ედერ მილიტაო „პორტუს“ 2018 წლის ზაფხულში „სან პაულუდან“ შეუერთდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 33 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117938