ფეხბურთი

17:26 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ფეხბურთს მხოლოდ სამი გენიოსი ჰყავს"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ერთმანეთს ადარებს. Sky Sport-თან საუბრისას, აპენინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მესი გენიოსია, რონალდუ - არა.

კაპელო მიიჩნევს, რომ მესის იმას აკეთებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ, ხოლო კრიშტიანუმ ამ სიმაღლეს მონდომებისა და შრომის ხარჯზე მიაღწია.

„რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელია, მესი - გენიოსი. ფეხბურთს სამი გენიოსი ჰყავს: პელე, მარადონა და მესი, წერტილი. რონალდუ ძლიერი, ყველაფერი მოიგო, მაგრამ მესი გენიაა და სხვა თემაა. როდესაც 17 წლის იყო, „იუვენტუსს“ წვრთნიდი და ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, პირღია დავრჩი. მან იგივე გააკეთა ახლა, რადგან გენიოსია. ისეთ რაღაცებს ქმნის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. რონალდუ კი ჩემპიონად ჩამოყალიბდა, მაგრამ გენიოსი არაა“, - თქვა კაპელომ.

Loading...
სტატისტიკა
0.237217