ფეხბურთი

15:33 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "რონალდუ შთამბეჭდავია"

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს აქებს. არგენტინელიც განცხადებით, კრიშტიანუს თამაში შთამბეჭდავი იყო.

„რაც კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსთან“ ერთად გააკეთა, შთაბეჭდავი იყო. ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი გახლდათ, რადგან ვფიქრობდი, რომ „ატლეტიკო“ მოედანზე უფრო ძლიერი იქნებოდა. თუმცა, „იუვენტუსი“ ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი პოტენციალი აჩვენა და რონალდუს ჯადოსნური საღამო ჰქონდა.

წილისყრა? - მეოთხედფინალში ყველა გუნდი ძლიერია, ვნახოთ ვინ გვერგება წილისყრით. „აიაქსიც“ ძალიან მომწონს, ბევრი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებმაც აჩვენეს, რომ არაფრის ეშინიათ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.

0.115758