ჩოგბურთი

14:11 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა ფაჩულიას უქომაგა

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსმა” ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩი მაიამიში ჩაატარა და ადგილობრივ “ჰითთან” 74:108 წააგო, თანამემამულის თამაშს თვალი კი ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც მიადევნა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამერიკული სერიის ტურნირებზე ირჯება და რამდენიმე დღის წინ ინდიან ველსის კორტებზე იასპარეზა, მომავალ კვირას კი, სწორედ მაიამის მასტერსზე გაირჯება.
ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელისა და ჩოგბურთელის შეხვედრამ გულთბილად ჩაიარა. ზაზამ ერთობლივი ფოტოები სოცილალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა და ნიკოლოზს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უშუალოდ აღნიშნულ მატჩში ბრძოლა ფაქტობრივად არ ყოფილა. თამაშის ბედი მე-3 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც დეტროიტელებმა უჩვეულო ანგარიშით – 8:33 წააგეს (“ჰითს” 21-ქულიანი გაქცევა ჰქონდა) და ცხადია, მასპინძელთა წამოწევა ვეღარ მოახერხეს.
თავად ფაჩულიას კარგი მატჩი ჰქონდა. მან მოედანზე 14 წუთი გაატარა და “პისტონსს” 4 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი შესძინა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დეტროიტს” 34 მოგება და 33 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში საპლეიოფო მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა კი, ამ პოზიციის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევს. ზაზას გუნდს მომდევნო შეხვედრა 16 მარტს, შინ, ლებრონ ჯეიმსის “ლეიკერსთან” ელის.

Loading...
0.12945