თამაშგარე

12:45 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო “ორ ცეცხლს“ შორის

გასული წლის ზაფხულში მთელი მსოფლიოს ჭორთმოყვარე და თავშუილა საზოგადოება შეაზანზარა იმ ირთობ უცნაურმა ამბავმა, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ერთბაშად ორ ქალზე ჯერ დაინიშნა და შემდეგ ორივენი ერთად მოიყვანა ცოლად.

რონალდიონიოსა და მისი ორი ცოლის - პრიშილიო კოელიოსა და ბეთრიზ სოუზას თანაცხოვრება თავიდან თითქოს კარგად წარიმართა, თუმცა შემდეგ ყველაფერი თავის “ლოგიკური“ შედეგებით გაგრძელდა. მობურთალის ცოლებმა ბევრი მცდელობის შემდეგ, მაინც ვერ გაუგეს ერთურთს და შაჰის ცოლებივით მტრად წაეკიდნენ.

ალალად უნდა ვთქვათ, რომ რონალდინიო ცოლების მტრობაში ცეცხლმაქრის როლს თავიდან დიდი მონდომებითა და უნარით თამაშობდ. თუმცა შემდეგ როგორც ჩანს ლეგენდარულ მობურთალსაც მოსწყინდა ცოლების კაპარჩხანობა და დღეს “კიჭა“ საზოგადოებაში ორ ცოლთან ერთად პრაქტიკულად აღარსაც ჩნდება. რა იქნება შემდეგ, ამას მომავალი და რონალდინიოს კონფლიქტოლოგობის ნიჭი გვაჩვენებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122457