ფეხბურთი

13:18 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი: „რონალდუ ისტორიაში უდიდეს ფეხბურთელად შევა“

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რუუდ გულიტმა, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ თრიქით მოუგო, თქვა, რომ ტურინელთა პორტუგალიელი შემტევი, უდიდეს ფეხბურთელად შევა ისტორიაში.

„რონალდუ უდიდესი ფეხბურთელია და ისტორიაშიც ასეთად შევა. ის წარმატებით თამაშობდა და თამაშობს სამ განსხვავებულ ლიგაში, განსხვავებულ კლუბებში და ყველგან წარმატებულია. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. და რამდენი „ოქროს ბურთი“ აქვს?

მესიმ ვერ შეძლო არგენტინის ნაკრებთან ერთად იმავეს გამეორება, თუმცა მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ლეო, ცხადია, უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ მას არ ჰყოფნის ის ალუბალი ტორტის თავზე, რომელსაც სხვადასხვა ჩემპიონატები ჰქვია.“ - განაცხდა გულიტმა beIN Sports-ის ეთერში.

Loading...
0.154384