ფეხბურთი

9:44 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: „ბაიერნმა“ დამსახურებულად წააგო. „ლივერპულმა“ ჩვენი ადგილი მიგვითითა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვჩმა, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წაგების შემდეგ (1:3), ჟურნალისებს უთხრა, რომ მოწინააღმდეგმ მათ ყველაფერში აჯობა.

„ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა. მინდა მივულოცო იურგენ კლოპს. ისინი ორივე შეხვედრაში გვჯობდნენ.

2:1-მდე გახსნილ ფეხბურთს ვთამაშობდით. შემდეგ ყველამ ნახეთ, ერთ სტანდარტულ მდგომარეობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ისინი კარგად უმკლავდებოდნენ მასპინძელ ფეხბურთელებს. ჩენ კი კომბინაციური თამაში ვერ ავაწყვეთ. კერძოდ, სათანადოდ ვერ ჩავრთეთ თამაშში ლევანდოვსკი. ლივერპულელებმა უსწრაფესი პრესინგი შემოგვთავაზეს, რომელსაც ვერ გავუმკლავდით. ამიტომ, დამსახურებულად წავაგეთ. მათ ჩვენი ადგილი მიგვითითეს.“ - უთხრა ხორვატმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს.

0.112321