სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

20:07 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმმა ქუთაისს ბოლო წამზე მოუგო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ზესტაფონის სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 33-32 მოუგო სახელბურთო კლუბ ქუთაისს და 32 ქულით ლიდერობს. წყალტუბომ 20-14 დაამარცხა სამტრედია. 14 მარტიდან ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება.

ქუთაისი-ბათუმი: https://www.youtube.com/watch?v=Cty8dCI_wmA

უმაღლესი ლიგის შარშანდელი ფინალისტები, ბათუმი და ქუთაისი სეზონში მესამედ შეხვდნენ. პირველ წრეში ბათუმმა 34-31 მოიგო, მეორეში კი ქუთაისმა რევანში აიღო, 34-29. ზესტაფონის მატჩის პირველი ტაიმი „შავი ზღვის ბიჭებმა“ სოლიდური სხვაობით, 19-12 მოიგო, მაგრამ 50-ე წუთზე ქუთაისელმა ფერაძემ სხვაობა ორამდე დაიყვანა, 25-27.

ამ მომენტისთვის მესამე ორწუთიანი გაძევებისთვის წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული ბათუმელ სიმონიას, ცოტა ხანში კი მისი ბედი ტალახაძემ გაიზიარა. რუსტამოვმა ორჯერ ზედიზედ გაიტანა და გაათანაბრა, 28-28, ხაჟომიამ კი პირველად გაიყვანა წინ ქუთაისი, 30-29. გოგოლაძემ და სტურუამ შვიდმეტრიანები გაცვალეს და ქუთაისი ისევ წინ იყო, 31-30, ბათუმს კი 2 გაძევებული მოთამაშე ჰყავდა და 4 კაცით უტევდა.

ქუთაისს უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა - ზედიზედ გააძევეს მერკვილაძე და კობახიძე, მსხვილიძემ გაათანაბრა (31-31), შემდეგ ქუთაისელების მეკარე მაისურაძემ პირიპირ გასულ აბრამიშვილს აუღო, მაგრამ მორიგ შეტევაში მსხვილიძემ 7-მეტრიანი მოიპოვა. გოგოლაძემ ისევ დააწინაურა ბათუმი, 32-31, ქუთაისელთა შემდეგი შეტევაც უგოლო გამოდგა და ბათუმი ბოლო წუთზე შეტევაში გადავიდა, მაგრამ მსხვილიძის დარტყმა მაისურაძემ მოიგერია, გამზარდიამ კი რუსტამოვს მიაწოდა საგოლე პასი, 32-32.

ბათუმს ბოლო შეტევისთვის 35 წამი რჩებოდა, ბოლო ცხრამეტრიანი კი სირენამდე 5 წამით ადრე დაინიშნა: მსხვილიძემ მარჯვნიდან შეახტუნა გოგოლაძე, მას კი დასარტყმელად ცუდი კუთხე ჰქონდა და ბურთი საწინააღმდეგო ფლანგზე გადაუგდო აბრამიშვილს, რომლის დარტყმის შემდეგ გოლიც გავიდა და სირენაც გაისმა, ალბათ წამის მეასედის შემდეგ - 33-32. „შავი ზღვის ბიჭებმა“ ამ მოგებით პრაქტიკულად გაინაღდა რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულება.

უჩვეულოდ ცოტა გოლი გავიდა წყალტუბოსა და სამტრედიის მატჩში. პირველი ტაიმი 7-7 მორჩა, ხოლო მეორეში წყალტუბოს „პრომეთესა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ, იური სილაგაძემ 5 შვიდმეტრიანი მოიგერია. 10 გოლი გაიტანა ლევან ჯიმშელეიშვილმა, წყალტუბომ 20-14 მოიგო, მეტოქეს ერთი ქულით გადაასწრო და მესამე წრის საერთო ტურის წინ სამტრედიასთან პირადი ბალანსიც უკეთესი აქვს (25-28, 26-26, 20-14).

საერთო ტური 1-4 აპრილსაა თბილისში, იქამდე კი აღმოსავლეთის ოთხეული (პეგასი, იმედი-სტუ თელავი, გორი და სპორტუნი), ხვალიდან, 14-16 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთში ითამაშებს, რის შემდეგაც უმაღლესი ლიგის რვავე გუნდს 17-17 მატჩი დაუგროვდება. 21-21 თამაშის შემდეგგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალურ ოთხეულის ფორმატით განაგრძობს - 14 მაისს ნახევარფინალია, 15 მაისს - ფინალი.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

მესამე წრე, დასავლეთი. ზესტაფონის სპორტის სასახლე, 13 მარტი

წყალტუბო - სამტრედია 20-14

წყ: სილაგაძე, აფხაძე - ჯიმშელეიშვილი 10, ხელაძე 4, გველესიანი 2, დარსაველიძე 2, ნ. ბაბუნაშვილი 2, რ. ბაბუნაშვილი, ნიჟარაძე, მეტონიძე, მუკბანიანი, ქაშიბაძე, კოვზირიძე, შვანგირაძე

სამ: შველიძე, ფახურიძე - ხელისუფალი 7, ხომერიკი 4, თევზაძე 1, დიდია 1, ნადირაძე 1, ადამია, აფრიდონიძე, ხონელიძე, ქავზინაძე, მანაგაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

BSB ბათუმი - ქუთაისი 33-32

ბათ: ტორონჯაძე, ხანდლიშვილი - გოგოლაძე 8, მსხვილიძე 7, სიმონია 5, ამრამიშვილი 4, ტიელიძე 3, სურმავა 2, წივწივაძე 2, ტალახაძე 2, ბერძენიშვილი, თევზაძე, კოხრეიძე, სტოლბოვი

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე, გულეიშვილი - სტურუა 9, ფერაძე 6, გამზარდია 5, რუსტამოვი 5, ხაჟომია 4, მერკვილაძე 3, ბულბულაშვილი, კობახიძე, ჯუღელი, ჯ. იმნაძე, ლ. იმნაძე, ლომიძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

BSB ბათუმი---17--16---0---1---720-470--32

ქუთაისი-------17--13---0---4---707-493--26

პეგასი----------14--11---0---3---574-419--22

იმედი-სტუ----14---9---0---5---481-417--18

გორი-----------14---5---0---9---501-596--10

სპორტუნი-----14---3---1--10—451-615---7

წყალტუბო----17---2---1--14---419-653---5

სამტრედია----17---1---2--14---449-630---4

მესამე წრე, აღმოსავლეთი

თბილისის სპორტის სასახლე

14 მარტი

16:00 პეგასი - სპორტუნი

18:00 იმედი-სტუ თელავი - გორი

15 მარტი

16:00 სპორტუნი - იმედი-სტუ თელავი

18:00 გორი - პეგასი

16 მარტი

16:00 იმედი-სტუ თელავი - პეგასი

18:00 გორი - სპორტუნი

მესამე წრე, საერთო. 1-4 აპრილი

ფინალური ოთხეული. 14-15 მაისი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.171099
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X