სხვა

20:33 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოში ყინულის ჰოკეის ახალი გუნდი იქმნება

11 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის (Emirates Hockey League – EHL) პრეზიდენტი ვლადიმერ ბურდუნი შეხვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს.

შეხვედრისას განხილულ იქნა გეგმა საქართველოს ყინულის ჰოკეის ახალი გუნდის შექმნისა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების საუკეთესო მოთამაშეები. აღნიშნული ახალი კლუბი კი გაწევრიანდება და მონაწილეობას მიიღებს რეფორმირებულ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL), სადაც საქართველოსა და საამიროების გუნდებთან ერთად ასევე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების კლუბები. იგეგმება, რომ ახალი ქართული კლუბის მწვრთნელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი როლანდ სვანიძე, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა სათამაშო და სამწვრთნელო საქმიანობას EHL-ში.

Loading...
0.144135