ფეხბურთი

19:40 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ნევილს: "ადვილია ოფისში ჯდომა და ისე საუბარი"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გარი ნევილს უპასუხა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა „მერსისაიდელებს“ ურჩია, ჩემპიონთა ლიგას თავი დაანებონ და აქცენტი პრემიერლიგაზე გააკეთონ.

„არმგონია, რომ ეს აზრი სხვას თავში მოუვიდეს. მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც „ლივერპულის“ წინააღმდეგ არიან. ის, „მანჩესტერის“ ექსპერტია. ძალიან ადვილი ოფისში ჯდომა და იქიდან საუბარი“, - თქვა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს დღეს, მიუნხენში „ბაიერნთან“ ჩაატარებს. პირველი შეხვედრა „ენფილდ როუდზე“ უგოლოდ დასულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129996