სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
სხვა

13:10 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტები თანაბარ ბალანსზე გავიდნენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე გავიდა.

დღეს, აღმოსავლეთის ოძეკის მქონე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგის გაეჯიბრა და ურთულეს ორთაბრძოლაში იორიტაოშით იმარჯვა. ტოჩინოშინმა ინიციატივა თავიდანვე ხელთ იგდო, სასურველი ჩავლება მოიპოვა და მართალია, იაპონელი ბოლომდე გაუძალიანდა, მისი დოჰიოდან გაყვანა მოახერხა.

ამ შერკინებაშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ლევანი ტრავმის მერე სასურველ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფება, რადგანაც სხვა შემთხვევაში, ნიშიკიგის საქმეს გაცილებით ადრე მოუთავდება.

თუმცა, მთავარი მოგება და იმ მიზნის შესრულებაა, რომელიც ქართველი სეკიტორს ჰარუ ბაშოზე აქვს დასახული. შეგახსენებთ, რომ გორგაძე კადობანში გახლავთ ჩაყენებული და უცილობლად დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) უნდა დააფიქსიროს, რათა პრესტიჟული წოდების შენარჩუნება შესძლო.

ტოჩინოშინი მომდევნო შერკინებას ხვალ გამართავს, მისი მეტოქე კი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება. ბრაზილიელმა სუმოისტმა ოსაკას ბაშო ძალიან წარუმატებლად დაიწყო და ოთხივე ბრძოლა წაგებული აქვს, ლევანი კი მას ურთიერთშეხვედრებში 11:7-ს ამარცხებს.

აქვე ვთქვათ, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს 4-4 გამარჯვებით 5 სეკიტორი ლიდერობს. ესენი იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი გოეიდო და რიგითი მაეგაშირები იჩინოჯო, კოტოშოგიკუ და იშიურა არიან.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში თანაბარ ბალანსზე (2-2) გასვლა მოახერხა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა მიჯრით მე-2 მოგება (ჰატაკიკომით) აღმოსავლეთის მე-5 ნომერ ვაკატაკაკაგესთან მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თავად გაგამარუ ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 განთესვით ირჯება, მისი ხვალინდელი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-9 ნომერი კიოკუტაისეი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს 8-დან მხოლოდ 3 შერკინება აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.103512
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X