კალათბურთი

11:55 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს ისტორიაში უილიამსი ყველაზე შედეგიანი სათადარიგო მოთამაშეა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე შედეგიანი სათადარიგო მომთამაშე „კლიპერსის“ უკანახაზელი ლუ უილიამსი გახდა.

უილიამსს კარიერაში 11 148 ქულა დაუგროვდა, რაც ერთი ქულით მეტია დელ კარიზე, რომელის შედეგიც აქამდე საუკეთესო იყო.

ლუმ კარიერაში 923 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც სასტარტო 5-ეულში თამაში 109-ში დაიწყო. მიმდინარე სეზონში უკანახაზელი საშუალოდ 20 ქულას აგროვებს.

Loading...
0.111745