ფეხბურთი

3:20 | 13.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "იუვემ" სწორედ ამისთვის შემიძინა"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც „ატლეტიკოსთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა, ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

პორტუგალიელის განცხადებით, „იუვენტუსმა“ ის სწორედ იმისთვის შეიძინა, რაც გააკეთა.

„ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული საღამო და ასეც იყო. არამხოლოდ გოლების, მთლიანად გუნდის გამო. ეს ჩემპიონთა ლიგის მენტალიტეტია, ეს არის გზა, რომელსაც უნდა გავყვეთ. „იუვემ“ დასახმარებლად მიყიდა და ეს იყო მაგიური საღამო. „ატლეტიკო“ ძალიან რთული გუნდია, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ და ვნახეთ რაც მოხდა.

დავამტკიცეთ, რომ შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით. ფინალი? ჯერ ადრეა, ვნახოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ“, - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ატლეტიკოს“ 3:0 აჯობა და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113844