ფეხბურთი

23:15 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეიტა "ლივერპულს" "ბაიერნთან" ვერ დაეხმარება

"ლივერპულის" ნახევარმცველი ნაბი კეიტა კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კეიტა ტრავმირებულია და მატჩის გამოტოვების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.

მიმდინარე სეზონში კეიტამ ყველა ტურნირზე 27 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრა გერმანიაში 14 მარტს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

თეგებინაბი კეიტა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116345