ფეხბურთი

21:23 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნერეშმა ტიტეს ტელეფონზე არ უპასუხა, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახა

ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევ ნახევარმცველ დავიდ ნერეში ბრაზილიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ასეთი სასიხარულო ინფორმაცია 22 წლის ფეხბურთელისთვის თავად „სელესაოს“ თავკაც ტიტეს უნდა ეცნობებინა და ტელეფონზე ურეკავდა, თუმცა ნერეშმა არ უპასუხა.

რატომ? ნომერი ვერ იცნო და გადაწყვიტა უცხო ნომრისთვის არ ეპასუხა. ამის შესახებ De Telegraaf-ს თავად ბრაზილიელმა განუცხადა:

„თავიდან ნომერი ვერ ვიცანი. მერე კი WhatsApp-ში მისი მესიჯი ვნახე და გავიგე ვინც იყო. ტიტე მირეკავდა, რომელსაც უნდა ეთქვა, რომ ნაკრებში გამომიძახა!“, - თქვა ნერეშმა.

0.117637