ფეხბურთი

20:57 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე "ჩელსისგან" 10.5 მილიონ ევროს ითხოვს

ანტონიო კონტე ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ საქმის წარმოებას სასამართლოში იწყებს. ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, იტალიელი ლონდონური გუნდისგან 10.5 მილიონ ევროს ითხოვს და სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

კონტე მიიჩნევს, რომ „ჩელსის“ მისთვის კომპენსაციის სახით 10.5 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, თუმცა ამ დრომდე ხსენებული თანხა ვერ მიიღო. რომან აბრამოვიჩი და „ჩელსის“ ადვოკატები იტალიელს არ ეთანხმებიან.

ამიტომ, სიმართლის დაადგენა სასამართლოს მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ჩელსის“ 2016-2018 წლებში ავარჯიშებდა და დაკავებული პსოტიდან გასული სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112785