ფეხბურთი

19:37 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა შესაძლოა მარსელოს გადააფიქრებინოს

მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შმედგე შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს და მათ შორის, მარსელოს შესაძლო ტრანსფერიცაა. ბრაზილიური A Bola-ს ინფორმაციით, ზიდანი ბრაზილიელ ფეხბურთელთან ამ კვირაში შეხვედრას აპირებს.

მარსელო „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო დროს ვეღარ ხვდებოდა და ესპანური მედიის ცნობით ზაფხულში გუნდის დატოვებაც გადაწყვეტილი ჰქონდა. 30 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსში“ გადასვლის სურვილს გამოხატავდა და თითქოს ყველაფერი შეთანხმებულიც იყო.

თუმცა, შესაძლოა ზიდანმა ყველაფერი შეცვალოს. სწორედ მასსა და მარსელოს საუბრის შმედეგ გაირკვევა, ბრაზილიელის მომავალი - გააგრძელებს კონტრაქტს თუ ზაფხულში მადრიდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მარსელომ ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113916