ფეხბურთი

17:57 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "იტალიაში გატანა უფრო ძნელია, ვიდრე ესპანეთსა და ინგლისში"
"იტალიაში ბედნიერი ვარ, ესპანეთი არ მენატრება"

იტალიის ჩემპიონ „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახალი თავგადასავლით ბედნიერია. პორტუგალიელმა DAZN-თან საუბარში განაცხადა, რომ იტალიასთან ადაპტაცია არ გასჭირვებია და სერია A-ში გოლების გატანა უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთსა და ინგლისში.

„ატლეტიკოსთან“ მატჩი

რთული თამაში იქნება, „ატლეტიკომ“ ბოლო წლებში ორი ფინალი ითამაშა და ესაა გუნდი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ კარგად თუ ითამაშებს, შემდეგ ეტაპზე გავა.

სერია A

გუნდის განწყობა კარგი და დადებითია. სერია A-ში ერთი თამაშიც არ წაგვიგია, ეს ფანტასტიკურია, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ჩემპიონები გავხდეთ. გზა გრძელია, მაგრამ დიდი უპირატესობა გაგვაჩნია და ასე თუ გავაგრძელებთ, პრობლემა არ იქნება. გავიხსენოთ, რომ იტალიის სუპერთასი უკვე მოვიგეთ, პირველი ტიტული.

ადაპტაცია

პირადად მე თავს ძალიან კარგად ვრგძნობ და ვფიქრობ, სერია A-ში ადაპტირება მოვახერხე, სადაც თავდამსხმელებისთვის თამაში ყველაზე რთულია. იტალიის ჩემპიონატში ასეთ მაღალ დონეს არ ველოდი. ბედნიერი ვარ მეც და ჩემი ოჯახიც. ჩემს ოჯახს უყვარს იტალია. ეს არის კულტურული ქვეყანა, რეალურად ესპანეთისგან განსხვავებული. ბავშვიბიდანვე სახლიდან შორს ვცხოვრობდი, 18 წლის ინგლისში, 25 წლის ესპანეთში, ხოლო 33 წლის ტურინში გადავბარგდი. არც ესპანეთი მენატრება და არც პორტუგალია. ბევრი მეგობარი დავტოვე ესპანეთში და ძალიან დიდი გუნდი, მაგრამ აქ ადაპტაცია რთული არ ყოფილა, ძალიან ბედნიერი ვარ.

გოლების გატანა

სერია A-ში გოლების გატანა გაცილებით რთულია, ვიდრე ესპანეთში, სადაც უფრო რისკავენ გუნდები. იტალიაში პრიორიტეტი თავის დაცვაა და შემდეგ ფიქრობენ შეტევაზე. პრემიერლიგაში 5 წელი ვითამაშე და ვფიქრობ, რომ იტალიაში უფრო ძნელია გატანა, ვიდრე პრემიერლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122115