ჩოგბურთი

15:30 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვასა და ერანის მარცხი გვადალახარაში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მექსიკაში ჩავიდა და გვადალახარის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ჩაება, თუმცა, პირველივე წრეში მარცხი განიცადა.

კალაშნიკოვამ ტრადიციულად ძალები წყვილთა შეჯიბრში სცადა, სადაც მისი პარტნიორი ტიტულოვანი იტალიელი სარა ერანი იყო.
ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელები მერვედფინალში სერბებს – ოლგა დანილოვიჩსა და ნატალია კოსტიჩს გაეჯიბრნენ და 6:7 (8:10), 6:2, 5:10 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117169