ფეხბურთი

14:52 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის მთავარი სამიზნე გაირკვა

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობას გაძლიერებას აპირებს. „ბლანკოსს“ მიმდინარე სეზონი ჩაუვარდა და როგორც ესპანური მედია წერს, ზინედინ ზიდანი ფლორენტინო პერესს სწორედ ამ მოტივით დათანხმდა - მინიმუმ სამი სასურველი ფეხბურთელის დამატება.

As-ის ინფორმაციით, ზიდანისა და „სამეფო კლუბის“ პირველი სამიზნე ედენ აზარია. „ჩელსის“ ლიდერს „რეალს“ დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ტრანსფერი ლოგიკურ დასასრულამდე ამ დრომდე არ მისულა.

აზარს „არისტკორატებთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ივნისამდე კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, მისი გასხვისება პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება. ბელგიელი ამ ეტაპზე 100 მილიონ ევროდ ფასობს.

0.118352