ფეხბურთი

14:10 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიასთან და ირლანდიასთან მატჩებისთვის ცნობილია. ვლადიმირ ვაისმა გუნდში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ერთი დებიუტანტია - ვატო არველაძე.

ვაისის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ცნობისთვის "ჯვაროსნებს" ამჯერად ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. სლოვაკმა სპეციალისტმა ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, გაფართოებული შემადგენლობის 9-კაციანი სიაც გაასაჯაროვა, რომელიც ასეთია:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი) ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი) გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი) , გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი).

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. "ჯვაროსნები" წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 23 მარტს, 18:00 საათზე "დინამო არენაზე" შვეიცარიასთან ჩაატარებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ დუბლინში ირლანდიას გაეჯიბრებიან.

Loading...
0.155057