ფეხბურთი

12:51 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ლიგტს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი, მატეის დე ლიგტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს - გვამცნობს Catalunya Radio. 19 წლის ფეხბურთელს თავად გამოუხატავს კატალონიაში გადაბარგების სურვილი, „ბარსელონა“ კი მზადაა მასში „აიაქსს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დე ლიგტის ყიდვა ტურინის „იუვენტუსს“ სურდა. Daily Mail-ი კი წერს, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველს „ლივერპული“ აკვირდება. მისი გადაბირების იდეა მერსისაიდელთა კაპიტანს, ვირჯილ ვან დეიკს ეკუთვნის, რომელიც თურმე ჭაბუკ თანამემამულესთან ეროვნული ნაკრებიდან მეგობრობს.

Catalunya Radio კი ამტკიცებს, რომ დე ლიგტს „ბარსელონაში“ გადასვლა იმიტომ სურს, რომ ზაფხულიდან იქ მისი საუკეთესო მეგობარი, ფრენკი დე იონგი ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116184