ფეხბურთი

23:59 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "მერვედფინალი ორი მატჩისგან შედგება და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „იუვენტუსთან“ რთულ თამაშს ელოდება. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა განსხვავებული მდგომარეობაა და მის გუნდს ბრძოლის გადატანა მოუწევს.

„მერვედფინალი ორი მატჩისგან შედგება და ორი განსხვავებული მომენტის წინაშე ვართ. ერთი თამაში მეორეს არ გავს, ამიტომ, ხვალ მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ორი დიდი გუნდი ერთმანეთს ეთამაშება, ჩვენ უნდა ვისარგებლობთ იმ სივრცეებით, რომელიც მოგვეცემა, მორატა შესაძლოა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყოს. გოდინი? კარგადაა და ვფიქრობ, ხვალ ითამაშებს. „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, გამოცდილი და განსაკუთრებული თავდამსხმელებით, არამხოლოდ რონალდუ, მარიო მანჯუკიჩიც ძალიან სახიფათოა. დიდი ყურადღება და პირველიდან ბოლო წუთამდე ბრძოლა იქნება საჭირო“, - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა 12 მარტს გაიმართება. პირველი დუელი კი მადრიდში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და მეოთხედფინალთან ახლოს არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122883