ფეხბურთი

21:40 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზინედინ ზიდანი "რეალის" მწვრთნელია

რეალში“ ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ვებგვერდმა ეს-ესაა ოფიციალურად დაადასტურა. ამრიგად, ესპანური მედიის მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ცნობა, დადასტურდა. აწ უკვე მადრიდელთა ყოფილი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი კი, ბუნებრივია დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ზიდანმა „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და ადგილობრივი ჟურნალისტების ინფორმაციით, ზაფხულში ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროსაც გამოიუყოფენ.

ზიდანი „რეალს“ 2016-2018 წლებში ავარჯიშებდა და ამ მოკლე პერიოდში სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2-ჯერ ევროპის სუპერთასი, თითოჯერ კი, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი.

ზიდანმა „ბლანკოსი“ 2018 წლის 31 მაისს საკუთარი სურვილით დატოვა, მაგრამ როგორც ვხედავთ, მალევე დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ფრანგს ჯერ კიდევ დღეს, ესპანური მედია „იუვენტუსს“ უკავშირებდა და წერდნენ, რომ წინასწარი კონტრაქტიც გაფორმებული ჰქონდა. თუმცა, ზიზუ იტალიის ნაცვლად მადრდიში დაბრუნდა.

ლეგენდარული ფრანგი მადრიდულ გუნდში პირველ ვარჯიშს ხვალ ჩაატარებს.

0.111501