ფეხბურთი

22:10 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში InStat-მა გამოარჩია, რომლის მონაცემებით შედგენილ სიმბოლურში 9 ფეხბურთელი „შახტარს“ წარმოადგენს და ორიც კიევის „დინამოს“.

აქვე გეტყვით, რომ დონბასელებმა გასულ უიქ-ენდზე ლვოვის „კარპატი“ 5:0 გაანადგურეს, ხოლო ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.

„შახტარი“ პრემიერლიგას 54 ქულით ლიდერობს და „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს.

Loading...
0.139625