ფეხბურთი

18:55 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლარიმ "რეალი" დატოვა, ზიდანის დაბრუნება დღეს ოფიციალურად დადასტურდება

სანტიაგო სოლარიმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. Marca-ს ცნობით, არგენტინელი ვალდებედასის სპორტულ ცენტრში ყველას დაემშვიდობა და მადრიდი დატოვა.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ უახლოეს ხანებში ესეც მოხდება.

და ვინ იქნება სოლარის შემცვლელი? - ზინედინ ზიდანი! ესპანური მედია დარწმუნებით წერს, რომ ადგილობრივი დროით 18 საათზე ფლორენტინო პერესი ფრანგი სპეციალისტის „სამეფო კლუბში“ დაბრუნებას პრესკონფერენციაზე პირდაპირ ეთერში ოფიციალურად დაადასტურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123314