ჭადრაკი

21:22 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭადრაკმა სვლა კონტინენტური და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისკენ გააკეთა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჭადრაკის შეტანის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. პარიზი 2024-ის ორგანიზატორებმა არჩევანი ბრეიკდანსზე, სერფინგზე, მეკლდეურობაზე და სკეიტბორდინგზე შეაჩერეს და ოლიმპიურ პროგრამაში მათი ჩართვის თხოვნით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC) მიმართვას აპირებენ.

ამასობაში, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) სტრატეგია შეცვალა და ამჯერად სპორტის ამ სახეობის კონტინენტალურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ჩართვის წინადადებით გამოდის.

„FIDE-ში ვიცით პარიზი-2024-ის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, მაგრამ ბრძოლას ყველა ქვეყანაში ჭადრაკის სრული აღიარებისთვის ვაგრძელებთ.მნიშვნელოვანია, რომ სპორტის ჩვენი სახეობა ახალგაზრდულ და კონტინენტურ თამაშებში ჩავრთოთ", - ვიტყობთ FIDE-ს განცხადებიდან.

აღსანიშნავია, რომ ჭადრაკი აზიისა და აფრიკის თამაშებზე იყო წარმოდგენილი. ჭადრაკს ასევე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა, გამხდარიყო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115382