ფეხბურთი

18:40 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამეგრელო-ზემო სვანეთში მომუშავე 36 მწვრთნელი უეფას C ლიცენზიას მიიღებს

9-10 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზაზე ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა.

ორ დღიანი სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე 36-მა მწვრთნელმა მიიღო. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას კატეგორიის C ლიცენზიას მიიღებს, რაც მწვრთნელებს საშუალებას მისცემს საკუთარი საქმიანობით მთელი ევროპის მასშტაბით დაკავდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს აგრძელებს და ამ პროექტის ფარგლებში მორიგი კურსები იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მომუშავე მწვრთნელებისთვის ქუთაისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ზემოთ ხსენებული კურსი სრულიად უფასოა.

www.gff.ge

0.148955