სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:25 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მოიგო, "ნაპოლიმ" ქულები დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მორიგი მატჩები გაიმართა. "ინტერმა" შინ "სპალი" დაამარცხა, ხოლო "ნაპოლი" მარცხს მატჩის ბოლოსკენ გადაურჩა.

მილანის " ინტერმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და "მილანთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა. "ნერაძურიმ" მატეო პოლიტანოს და რობერტო გალიარდინის გოლებით 2:0 მოიგო. "ნაპოლიმ" კი სტუმრად "სასუოლოსთან" ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა და ფრედ 1:1 ითამაშა. მასპინძლები დომენიკო ბერარდის გოლის წყალობით 86-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა ლორენცო ინსინიემ ნეაპოლელებს ქულა მოუტანა. კარლო ანჩელოტის გუნდი "მილანს" ექვსი ქულით უსწრებს, ხოლო "ინტერს" - შვიდით. საჩემპიონო ბრძოლას კი ნეაპოლელები დიდი ხანია ჩამორჩნენ, ამჟამად "იუვენტუსთან" ქულათა სხვაობა 18-ია.

"ბოლონიამ" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია "კალიარისთან" შეწყვიტა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ბოლონიელებს 21 ქულა მოუგროვდათ, მე-18 ადგილზე იმყოფებიან და ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვიან. "ატალანტამ" კი "სამპდორია" სტუმრად 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი სტუმართა მხრიდან დუვან საპატამ გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზე 17 გოლით იმყოფება. მასპინძელთაგან კი თავი ფაბიო კვალიარელამ გამოიჩინა და ახლა უკვე 20 გოლით პირველ ადგილზეა. გუშინ "იუვენტუსის" რიგებში კრიშტიანუ რონალდუს არ უთამაშია და იტალიელმა პორტუგალიელს გადაასწრო.

შეუჩერებელია "ტორინო", რომელმაც წაუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა და "ფროზინონე" სტუმრად 2:1 დაამარცხა. ბოლო შვიდ მატჩში ვალტერ მაცარის გუნდმა 17 ქულა მოაგროვა და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა. "ფიორენტინას" და "ლაციოს" შორის მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა. რომაელები 23-ე წუთზე ჩირო იმობილემ დააწინაურა, ხოლო 61-ე წუთზე ანგარიში ლუის მურიელმა გაათანაბრა.

27-ე ტურის ბოლო შეხვედრა ორშაბათს "რომას" და "ემპოლის" შორის გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ბოლონია - კალიარი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პულგარი (34), 2:0 სორიანო (77)

ფროზინონე - ტორინო 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 პაგანინი (42), 1:1, 1:2 ბელოტი (56, 78)

ინტერი - სპალი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პოლიტანო (67), 2:0 გალიარდინი (77)

სამპდორია - ატალანტა 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 საპატა (50), 1:1 კვალიარელა (67), 1:2 გოსენსი (77)

სასუოლო - ნაპოლი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბერარდი (52), 1:1 ინსინიე (86)

ფიორენტინა - ლაციო 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 იმობილე (23), 1:1 მურიელი (61)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.199153
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X