ფეხბურთი

22:30 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ბოლო წუთზე იმარჯვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "საბურთალომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "რუსთავი" მიიღო და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

სტუმრები 27-ე წუთზე ბექა ქავთარაძის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ჭიაბრიშვილმა ლაშა შინდაგორიძის ნაცვლად მოედანზე ოგნიენ როლოვიჩი შემოიყვანა და შეცვლამ გაამართლა. მონტენეგროელმა ჯერ 55-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მატჩის ბოლო წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

"საბურთალო" ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია სამი ტურის შემდეგ, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს. მომდევნო მატჩს ჭიაბრიშვილის შეგირდები "ტორპედოსთან" 15 მარტს ჩაატარებენ.

0.112538