ფეხბურთი

23:47 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგემ შვაინშტაიგერს „ბაიერნში“ დაბრუნება შესთავაზა

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ- ჰაინც რუმენიგემ, ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ძალიან უნდა „ჩიკაგოს“ ნახევარმცველის, ბასტიან შვაინშტაიგერის მიუნხენურ კლუბში კვლავ ხილვა.

„ბაიერნი“ ყოველთვის დაინტერსებულია ყოფილი ფეხბურთელების კლუბში დასაქმებით. ძალიან მინდა ბასტიანი ჩვენთან დაბრუნდეს. დარწმუნებული ვარ, ერთხელაც ის ისევ ბაიერნელი გახდება.

მისი გამოსათხოვარი მატჩი შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი გამოსარჩევი მოვლენა იყო. გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ მისი მშობლიურ სტადიონზე კვლავ ხილვა. ბასტიანთან მიმოწერაც მაქვს და ტელეფონითაც ვსაუბრობთ ხოლმე.

ამას წინებზე, ვუთხარი კიდეც „ბაიერნში“ დაბრუნების ვარიანტზე იფიქროს. იმედია, სერიოზულად დაფიქრდება.“ - უთხრა რუმენიგემ Abendzeitung-ს.

Loading...
0.111818