ფეხბურთი

23:23 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „ბევრს ეჭვი შეეპარა პსჟ-ში, მე კი მჯერა ამ პროექტის“

„პარი სენ-ჟერმენის“ ჭაბუკ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, მიაჩნია, რომ პრობლემების მიუხედავად, მისი კლუბი მომავალში აუცილებლად მიაღწევს წარმატებას ჩემპიონთა ლიგაში. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ტურნირი პარიზულმა კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წაგებით, მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

„ცხადია, გაოგნებული ვარ. ძნელია მარცხს შეეგუო, როცა ამდენს იმუშავებ. გავვარდით, მაგრამ ამით ფეხბურთი არ მთავრდება. ახლა სეზონის კარგად ჩამთავრებას შევეცდებით.

ბევრი უკვე ეჭვით უყურებს ჩვენს პერსპექტივას, მაგრამ კვლავ მჯერა ამ პროექტის. თუ ერთიანნი ვიქნებით, რაღაც განსაკუთრებულს აუცილებლად გავაკეთებთ.

მე მომავალ სეზონშიც პარიზულ კლუბში ვიქნები. ეს გადაწყვეტილია.“ - უთხრა მბაპემ TF1-ს.

0.115282