ჭადრაკი

1:45 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა დამაჯერებელი გამარჯვება უნგრეთთან

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეხუთე ტურში უნგრეთი 3:1 დაამარცხა. პარტიები მოიგეს ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემა და სალომე მელიამ, ლელა ჯავახიშვილმა კი მარცხი განიცადა.

შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს 6.0 ქულა მოუგროვდათ და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირზე ინდოეთთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. 10 ქულით ლიდერობა ხელთ ჩინეთმა იგდო, რომელმაც ცენტრალურ დაპირისპირებაში რუსეთს სძლია.

10 მარტი ჩემპიონატზე დასვენების დღეა, 11-ში კი ქართველი ქალები ბოლო პოზიციაზე მყოფ ეგვიპტელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან.

მეხუთე ტური:

ინდოეთი 4:1 ეგვიპტე

ჩინეთი 2,5:1,5 რუსეთი

აშშ 3:1 სომხეთი

უკრაინა 2:2 ყაზახეთი

უნგრეთი 1:3 საქართველო

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - ჩინეთი - 10 ქულა;

II ადგილი - რუსეთი - 8 ქულა;

III ადგილი - უკრაინა - 7 ქულა;

IV-V ადგილი - საქართველო, ინდოეთი - 6 ქულა;

VI ადგილი - აშშ - 5 ქულა;

VII ადგილი - ყაზახეთი - 4 ქულა;

VIII-IX ადგილი - სომხეთი, უნგრეთი - 2 ქულა;

X ადგილი - ეგვიპტე - 0 ქულა;

ვაჟები

მეხუთე ტური:

ეგვიპტე 1,5:2,5 შვედეთი

ჩინეთი 2,5:1,5 ირანი

ინგლისი 2:2 ინდოეთი

ყაზახეთი 1:3 რუსეთი

აზერბაიჯანი 3 : 1 აშშ

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი: რუსეთი - 9 ქულა;

II-III ადგილი: ინდოეთი, ინგლისი - 7 ქულა;

IV ადგილი - აშშ - 6 ქულა;

V-VI ადგილი - ირანი, ჩინეთი - 5 ქულა;

VII-VIII ადგილი - ყაზახეთი, შვედეთი - 4 ქულა;

IX ადგილი - აზერბაიჯანი - 3 ქულა;

X ადგილი - ეგვიპტე - 0 ქულა;

0.112644