დასრულდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ლიგის გათამაშება. ბოლო ტურში, ზესტაფონის სპორტის სასახლეში, აჭარის გუნდმა 23-20 მოუგო შარშანდელ ჩემპიონ სამტრედიას და ლიგის გამარჯვებული გახდა.
თუმცა, ამის შემდეგ ფორმალური საკითხი იყო მოსაგვარებელი - აჭარამ (მწვ. ი. სიხარულიძე, ზ. ურუშაძე), ბოლო მატჩში 41-19 დაამარცხა აუტსაიდერი წყალტუბო და ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონობა. მეორე ადგილზე გავისა სამტრედია (გ. ხელისუფალი, ა. ქავზინაძე), მესამეზე - ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ (ვ. კაკულია, გ. ქავთარაძე).
კვირას თბილისში აღმოსავლეთის ლიგის ბოლო ტურია. აქ გასარკვევია მხოლოდ ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა - რუსთავი თუ ქარიშხალა. რუსთავი ეთამაშება პეგასს, ქარიშხალა - ქარელს. ჩემპიონი უვე გახდა პეგასი, მეორე ადგილზე ყვარელი გავიდა.
აპრილში ორივე ლიგის გუნდები უკვე საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, იქამდე კი ამ ასაკის (2002-03 წლებში დაბადებულები) საქართველოს ნაკრებს საწვრთნელი შეკრება ელის. გუნდი ივლისში ითამაშებს შვედეთში, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 17 წლამდე. ბოლო ტური
დასავლეთი, 9 მარტი, ზესტაფონი
ქუთაისი - ბსბ ბათუმი 23-25
აჭარა - სამტრედია 23-20
აჭ:ქამადაძე, ცინცაძე - დუმბაძე 8, აბულაძე 4, ტარიელიძე 3, ზაქარაძე 3, ფარტენაძე 3, გაბაიძე 2, შაინიძე, მარკოიძე, ჯიჯავაძე, დავითაძე, ისმაილოვი, ქამადაძე
სამ: გოგიჩაიშვილი - აფრიდონიძე 8, ხელისუფალი 7, ხომერიკი 7, ნადირაძე 4, ადამია, ქავზინაძე, მანაგაძე, გაგუა, ახობაძე, ხუჭუა, მანია, ბელთაძე
ხელვაჩაური - ფოთი 19-30
აჭარა - წყალტუბო 41-19
მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, ზ. აბრამიშვილი, შ. სტურუა
------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ
აჭარა------------12--9---2---1--357-284--20
სამტრედია----12--9---1---2--345-234--19
ბსბ ბათუმი----12--8---1---3--298-270--17
ფოთი-----------12--6---1---5--262-238--13
ქუთაისი-------12---3---3---6--259-235---9
ხელვაჩაური--12---2---2---8--268-317---6
წყალტუბო----12---0---0--12--160-371---0
აღმოსავლეთი. 10 მარტი, არენა 2
----------------თ---მ---ფ---წ------ბ-----ქ
პეგასი--------12--12---0---0--297-98----24
ყვარელი-----13--11---0---2--284-166---22
რუსთავი----13---8---0---5--308-285---16
ქარიშხალა---13---7---0---5--255-234--16
ქარელი-------13---6---0---7--252-270--12
გორი----------12---4---0---8--164-224---8
ლაგოდეხი---13---1---0--12---65-197---2
თელავი------13---1---0--12--191-342----2
10 მარტი, არენა 2
12:00 ქარელი - ქარიშხალა
13:00 რუსთავი - პეგასი