კალათბურთი

2:22 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 15 ქულა ჩააგდო, "უნიკახამ" შანსი გაანიავა

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკალათბურთო ევროთასის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გაანიავა. მალაგელებმა გერმანულ "ალბას" ბერლინში სძლიეს და მიზნის მისაღწევად შინაურ კედლებში გამარჯვება ჰყოფნიდათ, თუმცა, განმეორებით შეხვედრაში 81:101 განადგურდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გიორგიმ მოედანზე 19:10 წუთი გაატარა და 15 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩაგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის მალაგელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ბრაიამ რობერტსს (20) ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა და 9 პასი მიითვალა. "ალბას" ლიტველმა როკას გიედრიატისმა ულიდერა 23 ქულით.

ამგვარად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ახლა, ყველაფერი 13 მარტს ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში გადაწყდება.

ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში ფრანგულ "ვილერბანსა" და შერმადინის ყოფილ კლუბ "მორაბანკ ანდორას" შორის უმჯობესს შეხვდება. ამ სერიაში ანგარიში ასევე საყაიმოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115946