ფეხბურთი

21:31 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ტადიჩი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

სერბეთის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" თავდამსხმელი დუშან ტადიჩი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამსტერდამელთა შემტევმა "რეალთან" გამართულ მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ჰოლანდიურ გუნდს სენსაციის მოხდენაში დაეხმარა. "აიაქსმა" მადრიდული გუნდი საშინაო მატჩი წაგების (1:2) შემდეგ 4:1 დაამარცხა, ორი გოლი ბალკანელმა შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა, საბოლოოდ კი "აიაქსი" მეოთხედფინალში გავიდა.

მიმდინარე სეზონში სერბმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.332958