ჭიდაობა

13:40 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთში "თავისუფლების" ქართული ხუთეული იწყებს

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა პირველობაში, დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65, 70, 79 და 97 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

საქართველოს სახელით ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) გავლენ.

შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

პირდაპირი ტრანსლაციის ლინკი

0.109491