ფეხბურთი

10:17 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ტუხელს კონტრაქტს გაუგრძელებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზადაა, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელოს - გვამცნობს Le Parisien. ამ ჟესტით კლუბის მფლობელები გერმანელ სპეციალისტს მხარდაჭერას უცხადებენ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ.

პსჟ-ს „მანჩესტერთან“ ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ შინ 1:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

0.132445