ფეხბურთი

2:10 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "მანჩესტერ სიტის" საქმის გამოძიება დაიწყო

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა დამდეგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთოს. უეფამ „ქალაქელთა“ საქმის გამოძიება დაიწყო და საქმე ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევას ეხება.

უეფაში მიიჩნევენ, რომ „სიტის“ შესაძლოა ხსენებული კუთხით დარღვევები აღმოაჩნდეს და არაა გამორიცხული უმკაცრესად დასაჯონ - ევროსარბიელიდან დისკვალიფიკაციით.

გარდა ამისა, შესაძლოა, სატრანსფერო ბანიც დაედოს. შეგახსენებთ, აღნიშნული სანქცია ცოტა ხნის წინ, მეორე ინგლისურ გუნდ, „ჩელსის“ დაეკისრა.

თეგებისიტიუეფა
Loading...
სტატისტიკა
0.22754