ფეხბურთი

22:40 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია "ანორთოსისში" ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ბრუნდება. მეტიც, ეს ამბავი გადაწყვეტილია და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებაღა რჩება.

ქეცბაიას მეუღლემ, კატერინა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც თემურ შვილთან ერთად „ანორთოსისის“ გამარჯვებას აღნიშნავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს აშკარა მინიშნებაა, რომ ჩვენებური ფამაგუსტელებს უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია „ანორთოსისში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ თავკაცობდა და ამ გუნდმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ მაშინ მიაღწია: 2008-2009 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

მოგეხსენებათ, „ანორთოსისის“ ღირსებას ქართველი თავდამსხმელები ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ. ცნობისთვის, ქეცბაიას აქამდე საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" გარდა, "ოლიმპიაკოსი", "აპოელი", ათენის აეკ-ი და "ორენბურგი" გაუწვრთნია, ხოლო 2017 წლიდან არცერთ გუნდში არ უმუშავია.

0.151038