კალათბურთი

11:15 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი ოფისთვის ემზადება

მცირე პაუზის შემდეგ ვილი ისიანმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 31 იანვრის შემდეგ ისიანის გუნდმა “დეტროიტ მერსი ტიტანსმა 8 მატჩი გამართა, საიდანაც ქართველმა ფორვარდმა 4 ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 4-ში ჯამში 8 ქულა ჩააგდო. 6 მარტს გამართულ შეხვედრაში კი ვილიმ თავი 14 ქულას მოუყარა, თუმცა მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა.

დეტროიტელები სტუმრად “ჩრდილო კენტაკის” შეხვდნენ და ქულუხვ მატჩში 88:99 დამარცხდნენ. ისიანმა სასტარტო ხუთეულში – 33 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი7-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგო. ვილიმ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

ამით დასრულდა ჰორაიზონ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც ისიანის გუნდმა 8 მოგებითა და 10 მარცხით დახურა და მე-7 ადგილი დაუკავა. ახლა პლეი ოფის დროა, რომლის კალენდარიც მალე გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118518