ფეხბურთი

10:52 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდი პენალტის თაობაზე: „ასეთი მომენტებისთვის თამაშობ ფეხბურთს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წამატებულ წუთზე პსჟ-ს გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაუტანა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სწორედ ასეთი მომენტებისთვის ღირს ფეხბურთის თამაში.

„დარტყმის წინ, ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და არ მენერვიულა. ამაზე ყოველდღე ვვარჯიშობთ ხოლმე. პენალტის მოლოდინი ყველაზე რთული ეპიზოდი იყო, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და შემდგომ ეტაპზე გავედით. სწორედ ასეთი მომენტების გამო ღირს ფეხბურთის თამაში.

თავიდან თითქოს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო, მაგრამ ამას მიჩვეულნი ვართ. დავამტკიცეთ რა შეგვიძლია და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.“ - უთხრა რაშფორდმა უეფას პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მერვედფინალურ მატჩში შინ 0:2 წაგების შემდეგ, წუხელ, „მანჩესტერმა“ პსჟ-ს პარიზში 3:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

0.114442