სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:50 | 7.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

7 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1960 - დაიბადა ივან ლენდლი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირთაგან 1985, 1986, 1987 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 1984, 1986, 1987 წლებში გაიმარჯვა საფრანგეთის ღია პირველობაში, ხოლო 1989, 1990 წლებში უძლიერესი იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე. ლენდლმა ვერ მოახერხა მხოლოდ უიმბლდონის ტურნირის მოგება. 1986 და 1987 წლებში ითამაშა ამ გათამაშების ფინალში. სულ მოგებული აქვს 94 ტურნირი. ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის რიგებში 1980 წელს მოიგო დევისის თასი, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიოს თასი. ივან ლენდლს კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 21 262417 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900 - ჰოკეის ეროვნული ლიგის სტენლის თასისთვის ბრძოლაში “მონრეალ შემროკსმა” “ჰალიფაქს ქრესენთი” ორი მატჩის ჯამში დაამარცხა და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

1911 - შოტლანდიის და უელსის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩის მსვლელობისას (2:1) სკოტთა მოთამაშე პიტერ მაკუილამმა ტრავმა მიიღო, რომელიც მას კარიერის დასრულების ფასად დაუჯდა. საკლუბო დონეზე მაკუილამი “ნიუკასლ იუნაიტედში” გამოდიოდა. იგი სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ხოლო ხუთჯერ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში იასპარეზა. მოგვიანებით მაკუილამი ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა.

1937 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასზე “მილუოლმა” “მანჩესტერ სიტის” 2:0 მოუგო და პირველი მესამელიგელი კლუბი გახდა, რომელიც უძველესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

1940 - რეი სტილმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ნაგურსკი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორთაბრძოლა აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ჩატარდა.

1947 - კოლუმბიის ქალაქ მედელინში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ატლეტიკო ნასიონალი”. კოლუმბიურ კლუბთაგან მან პირველმა მოახერხა ლიბერტადორესის თასის მოგება. ეს 1989 წელს მოხდა. “ატლეტიკო ნასიონალი” კოლუმბიის 11-გზის ჩემპიონია.

1951 - ეზარდ ჩარლზმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჯერსი უოლკოტი თხუთმეტრაუნდიან პაექრობაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1954 - საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1982 - ჩეხოსლოვაკიელმა მძლეოსანმა იარმილა კრატოხვილოვამ დარბაზში 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (49.59).

1986 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარული პირველობის ერთი სეზონის მატჩებში 136 შედეგიანი პასი გააკეთა, რითიც საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

1987 - მაიკ ტაისონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ბონეკრიშერ სმიტი თორმეტრაუნდიან პაექრობაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1992 - ნიკოლ სტივენსონმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:06.78).

1992 - ოდესაში, ნიკოლაევში, კრემენჩუგში, სიმფეროპოლსა და ზაპოროჟიეში უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. უკრაინელთა პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული სიმფეროპოლის “ტავრია” გახდა.

1994 - დევიდ პლატი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნად აირჩიეს.

1996 - მეჯიქ ჯონსონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რიგით მეორე მოთამაშე გახდა, რომლის მიერ შესრულებულ შედეგიან პასთა რაოდენობამ 10 ათასს მიაღწია.

2007 -სამუშაო ვიზიტით თბილისში ჩამოფრინდა უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი.

2007 - მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა ფორვარდმა როი მაკაიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მერვედფინალის შეხვედრაში მაკაიმ მადრიდის “რეალს” გოლი ასპარეზობის მეთერთმეტე წამზე გაუტანა. მანამდე რეკორდი ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელ ჟილბერტო სილვას ეკუთვნოდა, რომელმაც 2002 წელს ჰოლანდიურ პსვ-ს მატჩის მეოცე წამზე გაუტანა.

2009 - შვეციის ქალაქ მალმიოში მიმდინარე ჩოგბურთში დევისის თასის მატჩის მსვლელობისას (შვედები ისრაელს ხვდებოდნენ), არაბმა ტერორისტებმა მაყურებლებში ასაფეთქებელი ნივთიერებები და შაშხანები ისროლეს. ბანდიტთა მტკიცებით, ისინი ღაზას სექტორში ისრაელის მიერ გატარებულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

2010 - უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ჩატარებულ ოქროს გრან-პრიზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა – 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში შმაგი გულიაშვილი ვერცხლს დაეუფლა, აკაკი ჯოხაძე (84 კგ) ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

2014 - კაილ კორვერის სუპერსერია, რომლის განმავლობაშიც “ატლანტა ჰოუქსის” სნაიპერი მინიმუმ ერთ სამქულიანს მაინც აგდებდა, 127-ე მატჩზე შეწყდა. “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან” შეხვედრაში კორვერმა 5 სამქულიანი სტყორცნა, თუმცა, ყველა ააცილა. 2013 დეკემბერში კაილმა 89-მატჩიან ზღვარს გადააბიჯა, რომელიც უწინდელ რეკორდად ითვლებოდა. აღნიშნული მიღწევა “ბოსტონ სელტიქსის” მცველ დან ბაროსს ეკუთვნოდა და ის 1994-96 წლებში იყო დამყარებული.

ამ დღეს დაიბადნენ

1895 - ნეკუ. ბრაზილიური “კორინთიანსის” ფორვარდი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 313 მატჩი, გაიტანა 217 გოლი. კლუბის სტადიონზე ნეკუს ბიუსტი დგას. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი.

1904 - ივარ ბალანგრუდი. ნორვეგიელი მოციგურავე. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს ოქროს ოთხი და ვერცხლის ორი მედალი.

1957 - ამირან ანდღულაძე. სამტრედიის “ლოკომოტივის”, გორის “დილას,” ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” (1981-83) მარცხენა მცველი. 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში შეყვანილი იყო “დინამოს” განაცხადში. თბილისელთა რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 მატჩი აქვს ჩატარებული.

1959 - ლუჩანო სპალეტი. იტალიელი მწვრთნელი. წვრთნიდა “სამპდორიასა” და “უდინეზეს”. 2005 წლიდან “რომას” დამრიგებელი იყო. წვრთნიდა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს”. სპალეტის დამოძღვრილი “რომა” პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ორი მატჩის ჯამში მადრიდის “რეალს” მოუგო.

1960 - ივან ლენდლი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირთაგან 1985, 1986, 1987 წლებში გახდა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 1984, 1986, 1987 წლებში გაიმარჯვა საფრანგეთის ღია პირველობაში, ხოლო 1989, 1990 წლებში უძლიერესი იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე. ლენდლმა ვერ მოახერხა მხოლოდ უიმბლდონის ტურნირის მოგება. 1986 და 1987 წლებში ითამაშა ამ გათამაშების ფინალში. სულ მოგებული აქვს 94 ტურნირი. ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის რიგებში 1980 წელს მოიგო დევისის თასი, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიოს თასი. ივან ლენდლს კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 21 262417 დოლარი.

1960 - იოზეფ ჰოვანეცი. ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი.

1968 - იგორ კოლივანოვი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “დინამოს,” “ფოჯასა” და “ბოლონიას” ფორვარდი. 1991 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ნაკრებში ჩატარებული აქვს 59 მატჩი (გაიტანა 15 გოლი). 1992 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1963 - მაიკლ იგლზი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ვაშინგტონ კეპიტალზის” ცენტრფორვარდი.

1966 - ტერი ქერქნერი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ფლორიდა პანთერზის” მცველი.

1972 - კატანია. ესპანელი ფეხბურთელი.

1973 - არნან გუნლაუგსონი. ისლანდიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი.

1973 - ლორან განი. ფრანგი ველოსიპედისტი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

1977 - ლუდმილა რიჰტეროვა. სლოვაკი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს რამდენიმე ტურნირი, მათ შორის 1995 წელს სამხრეთ-ინგლისური ბორნმუთის შეჯიბრება.

1978 - შაბანი ნონდა. ბურუნდიში დაბადებული ნონდა კონგოს დემოკრატიული ნაკრების ფორვარდია. 2004 წელს “მონაკოს” რიგებში იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გამოდიოდა სტამბოლის “გალათასარაიში”.

1980 - კრიბარი. ბრაზილიელი ფეხბურთელი.

1980 - როდრიგო ტადეი. ბრაზილიელი ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.13123
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X